LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება

119

თელავში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება. სპორტის სასახლის საერთო ფართობი – 10 000 კვადრატული მეტრი იქნება. სასახლის დიდი დარბაზი 1500, ხოლო პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის”ფარგლებში ხორციელდება და ის 2016-2017  წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები თელავში, ბათუმსა და გორში აშენდება.

პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი“ გაუძღვება.

სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულშიდასრულდება.

1 ოქტომბერს თელავში სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. კაფსულა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ქალაქ თელავის მერთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად ჩაუშვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g