LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში სურნელოვან ყავას განსხვავებული ტექნოლოგიით, ქვევრში ადუღებენ

460
HH

„ჩემოდანი“ – ასე ჰქვია თელავში შექმნილ ორიგინალურ სივრცეს, სადაც მხოლოდ დაჯდომა, დასვენება, გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა, ყავის დალევა და ტკბილეულის მირთმევაა შესაძლებელი.

„ჩემოდნის“ შესახებ ინფორმაციას „კახეთის ხმა“ ავცელებს, რომელიც აღნიშნული სივრცის დამფუძნებელს ესაუბრა.

„თელავში საინტერესო ადგილები ბევრი არ არის… ცხადია, აქ ნახავთ ძალიან ბევრ კარგ რესტორნას, კაფებს, მაგრამ არა ისეთ ადგილს, სადაც დაჯდები, დაისვენებ და მხოლოდ ყავას დალევ. სწორედ ამიტომ, გამიჩნდა „ჩემოდნის“ დაარსების იდეა. აქ შეიძლება ყველამ იპოვოს ისეთი რამ, რაც წაიყვანს ძველ დროში, დაავიწყებს ყოველდღიურობას. შემოსვლისთანავე გხვდებათ გაჩერებული საათები, რაც იმის ნიშანია, რომ ჩვენთან დრო ჩრდება“, – ამბობს „ჩემოდნის“ დამფუძნებელი.

მისივე თქმით, „ჩემოდანში“ სურნელოვანი ყავა განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, რაც იშვიათია არა მარტო თელავში,არამედ მთელ საქართველოშიც.

„ყავის მოხარშვის პრიმიტიულ მეთოდს ვიყენებთ. მას ვხარშავთ ქვიშაზე. ამ ქვიშის ჩასაყრელად კი გამოვიყენეთ ქვევრი. ამ უკანასკნელს თავი გადავაჭერით, ჩავყარეთ ქვიშა და მასზე ვადუღებთ სურნელოვან ყავას“, – ამბობს „ჩემოდნის“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ „ჩემოდანი“ თავდაპირველად სასტუმროს ტიპის დაწესებულება იყო, თუმცა ნომრების სიცირის გამო, მისი არსებობა შემოსავლიანი ვერ აღმოჩნდა და მფლობელმა ფუნქციის შეცვლა გადაწყვიტა. სწორედ ასე გაჩნდა სასტუმრო „ჩემოდნის“ სივრცეში დასასვენებელი, ორიგინალური ადგილი, სადაც ქვევრში სურნელოვან ყავას ამზადებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g