„საქართველოს პირველი არხის ტელეფილმების მონტაჟის რეჟისორი ალექსანდრე ერმაკოვი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა“ – ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ერმაკოვს ნამუშევარი აქვს პირველი არხის დოკუმენტურ ფილმებზე, როგორებიცაა: „სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები“, „ჩვენი საქართველო“, „ოკუპაცია“, „ჭაბუკიანის ხანძარი“, „საგარეო ვექტორი“ და სხვა.
რადიო „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს ალექსანდრე ერმაკოვის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კოლეგებს.