LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელეფონით დამირეკა.. ჩემი შვილი არის მძევლად, პოლიციას და მთელ საქართველოს ვთხოვ, გამომიყვანეთ შვილი უვნებლად“ – მძევლების ოჯახის წევრები

350
BeFunky-collage (1)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალში  ამ დროისთვის 12 ადამიანია მძევალი.

„ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ, 3 საათში ფისო“ – რა მოთხოვნებზე საუბრობს საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი

მძარცველმა ბანკიდან გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ამბობს რომ 3 საათში 2 მლნ დოლარის მიტანას ითხოვს.

„ბომბები აქვს დადებული, როგორც კი კარი გაიღება, აფეთქდება“ – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი 2 მილიონი დოლარის გარდა, ვერტმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვს

საქართველოს ბანკის მიმდინარე ტერიტორიაზე შენობაში მყოფი ადამიანების მშობლები და ნათესავები იმყოფებიან.

მძევლად აყვანილი თანამშრომლის მამა მედიასთან ამბობს, რომ თავდამსხმელის შესვლის შესახებ თავად შვილმა შეატყობინა ტელეფონით.

“ჩემი შვილია მძევლად აყვანილი. ერთხელ მქონდა კომუნიკაცია. ტელეფონით დამირეკა და მითხრა, ყაჩაღია შემოსულიო. პოლიციას და მთელ საქართველოს ვთხოვ, გამომიყვანეთ შვილი უვნებლად””, – ამბობს საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევლის მამა.

 

“ჩემი შვილია მძევლად აყვანილი”

❗ “ჩემი შვილია მძევლად აყვანილი”
? ქუთაისში საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევლის მამა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2022

 

“ჩემი შვილი ბანკის თანამშრომელია. მომხდარის შესახებ არაფერი ვიცი, ახლა მოვედი”,- ამბობს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევლის დედა.

 

ჩემი შვილი ბანკის თანამშრომელია

❗ ჩემი შვილი ბანკის თანამშრომელია
? ქუთაისში საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევლის დედა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2022

 

“ჩემი მეუღლე უბრალოდ ფულის გადასახურდავებლად არის შესული. ორის საათის განმავლობაში კონტაქტი არ გვქონია, ტელეფონი მანქანაში აქვს დატოვებული”,- აცხადებს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევლის მეუღლე.

ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს “საქართველოს ბანკი”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება დაწყებულია შემდეგი მუხლებით:

  • მუხლი 144 – მძევლად ხელში ჩაგდება;
  • მუხლი 236 – საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
  • მუხლი 323 – ტერორისტული აქტი;
  • მუხლი 329 – მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.
mazda magti 5g