LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

403
kashiashvili

“შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ჟურნალისტი უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.

ქაშიაშვილი უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე, ადვოკატთან ერთად მივა.

სავარაუდოდ, საქმე ეხება ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება.

“დაასახელონ ის სამი მაღაჩინოსანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა…დარბიან და ახლა კერავენ საქმეს” – ბაჩალიაშვილის დედა

“ფორმულა” ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ოღონდ არა კომპანია ზეგ-ში, გახსნა ფაილები, რის შემდეგაც მას ემუქრებოდნენ. მათივე განცხადებით, საუბარია სამ ვიდეოზე, რომელიც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.

ტელეკომპანია ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობა წყაროს საგამოძიებო უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g