ტელეწამყვანი, მარიამ ვაშაძე და ბიზნესმენი ვანო ბენიძე მეორე შვილს ელოდებიან.
სასიხარულო ინფორმაცია წყვილის საახალწლო ფოტოსესიიდან გახდა ცნობილი.
„ჩვენი ოჯახი გილოცავთ ახალ წელს, თქვენი სახლი სავსე იყოს სიხარულით, სინათლით და სასიამოვნო სიახლეებით… 2026 წელო, ჩვენ მზად ვართ შენს შესახვედრად, პატარა ბიჭთან ერთად, რომელიც გზაშია “, – წერს მარიამი ფოტოების აღწერაში.
წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.
„გილოცავთ, ბედნიერი 2026“,
„მაგარი სიახლეა.. ბედნიერი ახალი წელი. გილოცავთ მთელ ოჯახს,“ – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მარიამ ვაშაძეს და ვანო ბენიძეს ერთი შვილი, სამი წლის ვივიენი ჰყავთ.
„რა ლამაზია, შენი ასლი გამხდარა“ – მარიამ ვაშაძის ქალიშვილი იუბილარია
