LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თელიანი ველის” Guest House-ი booking.com-ზე განთავსდა

335

უცხოელი ტურისტებისვთის “თელიანი ველის” Guest House-ი booking.com-ზე განთავსდა. როგორც ”ფორტუნას” Guest House-ის მენეჯერმა ნანა მანჭარაულმა განუცხადა, პატარა სასტუმრო მიმდინარე წლის ზაფხულს განახლდა და პირველი ტურისტებიც სწორედ ამ პერიოდში მიიღო.

”განვაახლეთ სასტუმროს ინტერიერი. ამ ეტაპზე გვაქვს 8 ნომერი. ზაფხულის განმავლობაში სრული დატვირთვით ვიმუშავეთ და ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადი მივიღეთ. მოთხოვნა ახლაც არის, თუმცა სიცივეების გამო, შედარებით შემცირდა უცხოელი დამსვენებლების რიცხვი”, – აღნიშნა მანჭარაულმა.

მისივე ინფორმაციით,  სასტუმროს მომსახურებაში შედის საუზმე, ასევე სტუმარს აქვე შეუძლია შეუკვეთოს კახური ტრადიციული სუფრაც, თუმცა, Guest House-ის საქმიანობის მთავარი მიმართულება არის ღვინის ტურიზმი. ”მოგეხსენებათ, ჩვენი სასტუმრო ”თელიანი ველის” ღვინის ქარხნის მეორე სართულზე მდებარეობს. შესაბამისად, ჩვენი ტურისტებისთვის ვაწყობთ ღვინის ტურებს, რომელიც უფასოა. რაც შეეხება ღვინის დეგუსტაციას – ეს მომსახურება  ფასიანია”, – განმარტეს Guest House-ში.

ცნობისთვის, თელავში “თელიანი ველის”  საწარმოს ტერიტორიაზე პატარა სასტურმო 2005 წელს გაიხსნა. გარკვეული პერიოდი Guest Hous-ი სტუმრებს აღარ იღებდა, მიმდინარე წელს კი ფუნქციონირება აღადგინა. ამჟამად სასტუმრო 8 ნომრიანია, აქედან 6 ოთახი არის სტანდარტული, 2 კი -ლუქსის ტიპის.  ოთახების დასახელება   ქართული ღვინოების სახელებისგან შეირჩა: თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, საფერავი, თელი და სხვა.  ნომრების ღირებულება 60-დან 105 ლარამდე მერყეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები