რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში 9 ივნისს დაკრძალავენ.
კულტურის სამინისტროს ცნობით, რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდი 9 ივნისს, 12:00-დან 15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.
შეგახსენებთ, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.
რეჟისორმა თეატრში მოღვაწეობა 1965 წლიდან დაიწყო. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ: თეა წულუკიანი