LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჯანაშია: მნიშვნელოვანი არტილერია შემომემატა სასამართლოზე და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ – აქ აბსურდის მეტი არაფერი ხდება

88
Untitled design - 2021-12-02T125556.276

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ უხარია, სასამართლო დარბაზში მარტო არ იქნება.

თემურ ჯანაშია, თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა ბრალდებული.

ჯანაშიას თქმით, წარდგენილი ბრალდება, რასაც პროკურატურა მათ ედავება, აბსურდია.

„მნიშვნელოვანი არტილერია შემომემატა სასამართლოზე და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ და უფრო ფართოდ იქნება ცნობილი ქართველი თუ არაქართველისთვის, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე. აბსურდია ის, რომ ადამიანს ასამართლებენ თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, თავისი წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის და ა.შ. აქ აბსურდის მეტი არაფერი ხდება და ამაში დარწმუნდებით”, – აცხადებს ჯანაშია.

გოცირიძე: ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო – ახლა, როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე მის წინააღმდეგ

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს პროკურატურის მიმართ, რომელიც დაობს იმაზე, რომ ეს არ იყო წარმომადგენლობითი ხარჯები, ჯანაშია ასე პასუხობს:

„რვა მილიონ ნახევრის პირადი მოვლის საშუალებები წარმოგიდგენიათ, რამდენია?! მაშინ გამოყოს პროკურატურამ ცალკე, რაც მისთვის მიუღებელია და იმაზე, კი ბატონო, ვიაროთ სასამართლოში. რვა მილიონ ნახევრის ბოტოქსი და რვა მილიონ ნახევრის რაღაც სისულელე წარმოუდგენელია“, – აცხადებს ჯანაშია.

გიული ალასანია: ძალიან სასაცილო საქმეა, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის, ასეთ რაღაცებზეა მიშას მიმართ საქმე აღძრული

გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მიიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g