LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო – ახლა, როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე მის წინააღმდეგ

230
Untitled design - 2021-12-02T124501.875

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შეფასებისას სალომე ზურაბიშვილის მაგალითი მოჰყავს.

„ ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო. ახლა როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. უნდა გასაჯაროვდეს ყველა მსგავსი ხარჯი მაღალი თანამდებობის პირების. ეს აბსურდულია, რისი 9 მილიონი? გუშინ ხელისუფლებამ არასწორად გაფორმებული კონტრაქტის გამო 250 მილიონი ლარი დაკარგა რუსული კომპანიის სასარგებლოდ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა წარმომადგენლობითი ხარჯები განახორციელა, რაც სახელმწიფოს ფუნქციის შესასრულებლად არის აუცილებელი.

გიული ალასანია: ძალიან სასაცილო საქმეა, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის, ასეთ რაღაცებზეა მიშას მიმართ საქმე აღძრული

გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მიიტანა

„ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც – მირჩევნია სააკაშვილმა ისაუბროს წარდგენილ სამარცხვინო ბრალზე და მიმართოს ქართულ საზოგადოებას: ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები