LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ მღებრიშვილი: გურიაში, სტიქიის ზონაში, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 62 მოქალაქე, ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება მზადყოფნაში ვართ

140
fot (2)

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.

„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ კი დადგება მზადყოფნაში ვართ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები