LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ მღებრიშვილი: ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა

2673
Untitled design (4)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი არის ნაპოვნი. როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა.

„არის ჯანმრთელი, ცოცხალი და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, – თქვა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან.

ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს. უწყებას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში იყო თუ არა დაკარგული.

 

 

მღებრიშვილი: მოქალაქე, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, ცოცხალია

„ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, ჯანმრთელი და ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება,“ — თემურ მღებრიშვილი

Posted by Formula • ფორმულა on Tuesday, 8 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები