ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე „ტვ პირველზე“ ჟურნალისტ გიორგი ნიორაძეს ესტუმრა და ბავშვებში კოვიდის მიმდინარეობაზე ისაუბრა, ასევე გასცა საინტერესო რეკომენდაციებიც.
თემურ მიქელაძე:
„ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა მკაცრი მარეგულირებლის მოთხოვნებს ექვემდებარება. ჩემი რეკომენდაციაც იქნება, რომ პირველ რიგში, უნდა ავცრათ 12 წლის ზემოთ რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვები, რომელთათვისაც კორონავირუსი შეიძლება, ფატალურად დასრულდეს… ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ეს უნდა იყოს. ამ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ ბავშვები, რომელთაც სხვადასხვა პათოლოგია აქვთ თანდაყოლილი, ორგანოგადანერგილი ბავშვები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, გულის თანდაყოლილი მანკით, შაქრიანი დიაბეტის მქონე… არის ცალკე გამოყოფილი რისკჯგუფები და ჩვენ რეკომენდაციას მივცემთ მშობლებს, მაგრამ ვაქცინაცია არ იქნება დაძალებით და სავალდებულო. აქამდე უნდა იმსჯელოს იმუნიზაციის საბჭომ, მანამდე კი ჰქონდეს მკაცრი საერთაშორისო მარეგულირებლის ნებართვა…“
თემურ მიქელაძის მოსაზრებით, აქ არსებულ ვაქცინებს შორის, უპირატესობა „ფაიზერს“ მიენიჭება.