LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე – ამ პირობებში, მე არ გავცემდი რეკომენდაციას დასწრებული სწავლების დაწყებაზე

119
tengiz-cercvadze

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დასწრებული სწავლების დაწყებაზე რეკომენდაციას ვერ გასცემს.

მისივე თქმით, დასწრებული სწავლის დაწყება ინფექციის უფრო მეტად გავრცელების რისკებს შეიცავს.

„ეს ხარისხისთვის არ არის სასურველი და არც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, – უკვე ორი წელია სკოლის გარემო არ უნახავთ, ეს ონლაინ სწავლება არა მარტო ინტელექტუალურ და გონებრივ განვითარებას უშლის ხელს, მათ ფიზიკურ განვითარებასა და ადამიანურ ურთიერთობასაც. დღევანდელი პირობებით, დასწრებული სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს. თუ 15 დღეში მივაღწევთ მნიშვნელოვან კლებას, მე იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მთავრობა გადახედავს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები