LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: გამოსავალი მაინც ვაქცინაციაშია, გაიკეთეთ მესამე და მეოთხე „ბუსტერ“ დოზა

89
a100914_big

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად გაათმაგდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი BA.4 / BA.5 შტამები სწრაფად ვრცელდება და მარტივად გადამდებია.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ახალი შტამების წინააღმდეგ ბუსტერ დოზები ყველაზე ეფექტურია.

“ეს არის გარანტია, რომ არ დამძიმდეთ, არ განიცადოთ ის კოშმარი, რასაც ჰქვია რეანიმაცია და არ დადგეს ლეტალური შედეგი” – თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას რჩევას აძლევს და კოვიდის მატების 2 მიზეზს ასახლებს

„სამწუხაროდ ვაქცინაციით მოცვა საქართველოში ჯერ დაბალია. კოვიდის მატებაა და სამწუხაროდ არ შეინიშნება, რომ მოსახლეობა აცრის პუნქტებს მოაწყდა. გამოსავალი მაინც ვაქცინაციაშია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გაიკეთა 2 დოზა, გაიკეთოს მესამე და მეოთხე ბუსტერ დოზა, იმიტომ რომ ბუსტერ დოზები უკეთესად შველის, ვიდრე პირველი ორი ვაქცინაცია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები