“ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები, ქელეხები – ეს არ გვყოფნიდა და ახლა პოლიტიკური აქციები დაემატა – ხელისუფლებამ ერთი ხალხმრავალი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია ახლა აანონსებს პერმანენტულ ხალხმრავალ აქციებს, – ეს არის განსხვავება,” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
“ეს არ იყო კარგი, ისევე როგორც არ იყო კარგი ოპოზიციის მიერ ჩატარებული ხალხმრავალი აქცია, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრება, პოლიტიკური აქტივობა ამას მოითხოვდა. ხელისუფლებამ ერთი ხალხმრავალი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია ახლა აანონსებს პერმანენტულ ხალხმრავალ აქციებს – ეს არის განსხვავება. ცუდია ის ერთიც, მაგრამ სად ერთი და სად პერმანენტული აქციები?!“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
