თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსი საშიში აღარ არის.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ვირუსებზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი რიგით რესპირაციულ ვირუსად აქცია:
„ბევრი სვამს კითხვას, ჰონკონგის ვირუსი ან რინოვირუსი ან რესპირაციული ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. ეს ნიშნავს ერთს, რომ კორონავირუსი იმართება ძალიან კარგად და ჩვენ მას მოვერიეთ. მაინც კორონავირუსი რჩება პოტენციურად უფრო საშიშად, მაგრამ, პრაქტიკულად, მათ შორის სიმძიმეში განსხვავება წაიშალა.
ეს რომ მესმის მიხარია, არა იმიტომ, რომ ისინი საშიშია, ისინი ჩვეულებრივად საშიშია, როგორც იყო, კორონავირუსი აღარაა საშიში, ჩვენ მოვერიეთ კორონავირუსს და ეს არის ძალიან კარგი დამადასტურებელი არგუმენტი იმისთვის, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება საერთოდ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია პანდემიური და შიშის ზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.