თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში “მეხუთე ტელღა” დაიწყო.
მისივე თქმით, ქვეყანაში “მეხუთე ტალღა” დაიწყო ისე, რომ “მეოთხე ტალღა” ბოლომდე არ ჩამთავრებულა.
როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ეპიდვითარება საგანგაშოა.
“საქართველომ თავი ჩაიყენა განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელიც აბსურდის თეატრს მაგონებს და სიურეალისტურ განცდას მიქმნის, რომ გავიღვიძებ და აღმოჩნდება, რომ სიზმარია. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ეს რეალობაა – შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ…
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო. საქმე ისაა, რომ მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა. იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, დაიწყო მატება. ანუ დაიწყო “მეხუთე ტალღა”. “მეხუთე ტალღა” დაიწყო ისე, რომ “მეოთხე ტალღა” ბოლომდე არ ჩამთავრებულა. ყოველდღიურად 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
