საქართველო კომპანია „რემდესივირს“ მაისის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
საქართველომ მიმართა „რემდესივირის“ მწარმოებელ „გილეადს“, რომ გათვალისწინებული იყოს ჩვენთვის წამლის მოწოდება: გამყრელიძე
„მინდა ვუთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ საქართველო მანამდე მიღებს „რემდესივირს“, თვის ბოლომდე, ალბათ, რადგანაც საქართველო არის მონაწილე ჯანმოს დიდი საერთაშორისო კვლევის. ამ კვლევაში ერთ-ერთი მედიკამენტი ოთხიდან სწორედ „რემდესივირია“. ასე რომ, „რემდესივირი“ საქართველოში შემოვა უფრო ადრე ამ კვლევის ფარგლებში, ხოლო შემდეგ იმედი გვაქვს, რომ კომპანიაც მოგვაწვდის“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საერთაშორისო კვლევებმა დაადასტურა, რომ მედიკამენტ „რემდესივირის“ შეუძლია COVID 19 – ის ბლოკირება – ინფექციონისტი ელზა ვაშაკიძე