LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ შარმანაშვილი: „დაინტერესებული ვართ ხანგრძლივი მშვიდობით ჩვენს რეგიონში, რადგან რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია არ შეიძლება მისასალმებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“

110
თენგიზ შარმანაშვილი

„იმედს გამოვთქვამთ, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება და ისინი დიპლომატიურ გზებს გამონახავენ, ფაქტი, რომ ასეთ მძიმე ჟამს [გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა] გამონახა დრო და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს დაუთმო, კარგია და მეტყველებს ამაზე, რომ ჩვენს პოზიციას მათთვის გარკვეული წონა აქვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობით.

ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით – ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„ჩვენ რადიკალებისგან განსხვავებით ვართ ხელისუფლება. ყველა ჩვენს სიტყვას და კომენტარს მნიშვნელობა აქვს, რომელიც, შეიძლება, საქართველოს დღევანდელ დღეზეც და მომავალზეც აისახოს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ირანული მხარე და ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება და ისინი დიპლომატიურ გზებს გამონახავენ.

გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოლიდარობაც გამოუცხადა, მათ გულთბილი საუბარი ჰქონდათ. ის ფაქტი, რომ ასეთ მძიმე ჟამს გამონახა დრო და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს დაუთმო, უკვე კარგია და მეტყველებს ამაზე, რომ ჩვენს პოზიციას მათთვის გარკვეული წონა აქვს. აზრები რომ ერთმანეთში გაიცვალა კარგია.

ჩვენ დაინტერესებული ვართ ხანგრძლივი მშვიდობით ჩვენს რეგიონში, რადგან რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია არ შეიძლება, მისასალმებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“, – თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.

„ირანში საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული“ – დონალდ ტრამპი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g