LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო… ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რომელიც კონსტიტუციით არ არის დაშვებული, სამოქალაქო სხვა კავშირით დავუშვათ?

136
თენგიზ შარმანაშვილი

რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი. საკანონმდებლო სივრცე ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ამას არ შევეხებით. რატომ არ შევეხებით, მათგან განსხვავებით, ეს დასაბუთებული გვაქვს, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს.

მისი თქმით,ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რომელსაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს.

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული.

„ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო. ჩვენ ვასაბუთებთ, ეს კანონმდებლობა რატომ მივიღეთ. ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რომელსაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს. აქაური რადიკალები ამ დასკვნას დიდი სიხარულით რომ შეხვდნენ, რა გავაუქმოთ? ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რომელიც კონსტიტუციით არ არის დაშვებული, სამოქალაქო სხვა კავშირით დავუშვათ? ჩვენებმა ხმამაღლა თქვან, რომ ამას ითხოვენ, თავის აზრებს რომ მალავენ. კანონმდებლობით, სქესის გადაკეთების ოპერაციები და პროპაგანდა რომ იკრძალება, ეს გავაუქმოთ? თქვან, რომ საქართველოში სქესის გადაკეთებაც უნდა იყოს და არასრულწლოვანებთან ღია პროპაგანდა უნდა შეიძლებოდეს. შემდეგ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, რა უნდა გავაკეთოთ. ხალხის განწყობა რომ იციან, ამიტომ საუბრობენ ზერელედ და არა კონკრეტულად. ჩვენი ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, მათი მიმთითებლები კი, უცხოელი პატრონები არიან. მათ იმათ დაუჯერონ, ჩვენ ჩვენს ხალხს დავუჯერებთ და საბოლოო შედეგიც ნახონ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g