პიარის სპეციალისტი თეონა ბაღდავაძე ახლა უკვე სასამართლოს გზით მოსხთოვს აკა სინჯიკაშვილს იმ 32 000 ლარის დაბრუნებას, რომელიც Red nose day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მას გადასცა. შეგახსენებთ, პროექტზე თეონა და აკა ერთად მუშაობდნენ, თუმცა აკა სინჯიკაშვილი საბოლოო შედეგით კმაყოფილი არ დარჩა და თეონა ბაღდავაძე საჯაროდ დაადანაშაულა თანხის მითვისებაში, რასაც პიარის სპეციალისტის მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.
როგორც თეონა წერს:
„მეგობრებო , როგორც იქნა ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, სადაც აკა სინჯიკაშვილს ვთხოვ უარყოს ცნობა, თითქოს მე Red nose day-ს სახელით მივითვისე თანხა და დააბრუნოს 32 ათასი ლარი, რომელიც მან პროექტის დასრულებამდე წაიღო და დღემდე არ ვიცით, სად დაიხარჯა. ეს თანხა დაბრუნების შემთხვევაში, ცხადია, სხვა საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება. სხდომა გაიმართება 19 თებერვალს 14.00 ზე, დასწრება ყველას შეუძლია“.