პიარის სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს, რას აღმოვაჩენთ, თუკი ხორცის ჭამას შევწყვეტთ:
„7 რამ, რასაც აღმოაჩენთ, ხორცის ჭამას თუ შეწყვეტთ.
მეშვიდე წელია, ვეგეტარიანელი და შიგადაშიგ ვეგანიც ვარ და ვარჯიშთან ერთად საუკეთესო რამ არის, რასაც ჩემს თავს ვჩუქნი.
1 – კანის გაუმჯობესებული მდგომარეობა -არ ვიცი, დაკვირვებიხართ თუ არა მაგრამ ვეგანებს, ვეგატიარიანელებს უფრო თხელი და ერთგვაროვანი კანის სტრუქტურა აქვთ.
2 – მოქნილი სახსრები და უკეთესი გამძლეობა – მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და მხოლოდ ახლა მივაღწიე მოქნილობის უმაღლეს ხარისხს.
3 – უფრო სწრაფი აღდგენა დაღლის შემდეგ, არანაირი სუნთქვის გაძნელება. ან დიდხნიანი პაუზები ვარჯიშის შემდეგ.
4 – ჰიგიენა – ბევრი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს რომ ვეგეტარიანული კვება აღადგენს მიკროფლორას და შესაბამისად. უკვალოდ ქრება ადამიანის სხეულისთვის დამახასიათებელი სუნი.
5- სიმსივნის და ბ ტიპის დიაბეტის საშიშროების შემცირება, ჩემი გამოცდილებით ვიტყვი. რომ ნაკლებად გინდება ცხიმიანი და ზედმეტად ტკბილი საკვები და ეს მგონია მიზეზიც.
6 – ნაკლები ანთებითი პროცესი ორგანიზმში და ვირუსების მიმართ მაღალი რეზისტენცია. მეც და ბევრ ვეგანს ვეგეტარიანელს ჩემ ირგვლივ არ დაგვემართა კოვიდი და იშვიათად ვარ ხოლმე ავად.
7 – ადამიანის გენური მატარებლის შეცვლა და სიბერის პრევენცია. ე.წ ტელომერების დაგრძელება ბუნებრივი გზით.
ასე რომ, სანამ ძვირად ღირებულ პროცედურებს მიმართავთ ჯერ სცადეთ ხორცის ამოღება და პ.ს არ დაგავიწყდეთ მცენარეული პროტეინის ადეკვატური რაოდენობის და B12-ის მიღება.
სიმსუბუქის შეგრძნებას გისურვებთ!..“