ცნობილი მუსიკოსი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა ტყუპი გოგონების დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, გოჩა ჭანტურიას ორი გოგონა შეეძინათ.
თეონა ამ სასიხარულო ამბის შესახებ თავად წერს და ექიმებს მადლობას უხდის:
„ძალიან დიდი მადლობა უმაგრეს ექიმს და უმაგრეს ადამიანს, ზაზა სინაურიძეს!
უსაყვარლეს ადამიანს და ნამდვილ პროფესიონალს, ბატონ ლევან ჩუბინიძეს და თითოეულ პერსონალს, ვინც მონაწილეობდა ამ ამბავში…
ჩემს უკვე მეგობარს, თეონა ანთიას! კლინიკა „ანიმას“ თითოეულ პერსონალს.
ყველა მიყვარხართ!
გოჩა ჭანტურია, გილოცავ, მამიკო! დანარჩენი სახლში!
ნინო ჩალისური, როგორ გაარტყი იმ დღეს ერთი სახელი…“
ახალშობილებს კირა და თუთა დაარქვეს.