LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექინსპექტირებაზე მოთხოვნა გაორმაგდა – Autotest Georgia-მ ახალი ფილიალები გახსნა

457

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ ინსპექტირებაზე მოთხოვნა გაორმაგდა. ამის შესახებ „ფორტუნას” Autotest Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, შპს Autotest Georgia (აუტოტესტ გეორგია) გაფართოვდა. კომპანიამ დამატებით 2 ახალი ფილიალი გახსნა. ერთი გელოვანის გამზირზე, ნომერ 1 -ში მდებარეობს, მეორე კი უნივერსიტეტის ქუჩა ნომერ 6-ში.

„ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი. არსებულ ფილიალს, რომელიც აღმაშენებლის ხეივანში, 13 ასურელი მამის ქ. ნომერ 128 -ში მდებარეობს, კიდევ 2 ახალი ობიექტი დავამატეთ. ახალი ფილიალების სამუშაო გრაფიკი გაცილებით ხანგრძლივია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირება დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე განახორციელოს”, – აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

მისივე თქმით, ახალი ფილიალების გახსნით კომპანიას ჯამში 9 ხაზი აქვს და ავტომობილების მფლობელები, რიგში დიდხანს დგომის გარეშე გადიან ავტოტრანსპორტის ტექნიკურ შემოწმებას.

რაც შეეხება შპს „აუტოტესტ გეორგიას” მომსახურების ღირებულებას, როგორც ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება 60 ლარი ჯდება, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი- 100 ლარი.

ცნობისთვის, შპს „აუტოტესტ გეორგია” ქართულ ბაზარზე 1999 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების დარგში რამდენიმე  ჯილდოს მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g