ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
„თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეფერხების შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო მოძრაობა – „ჩემი ქალაქი მკლავს“ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცით, მეტროს ვაგონი ჩაეხსნა და მგზავრები ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურზე ჩამოსვეს.