ანკარის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, 75 კი დაიჭრა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ავტობუსების ცენტრალურ სადგურთან ახლოს ათათურქის ბულვარში ავტომანქანები და ავტობუსები იწვის, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, შედეგად კი 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც.
