LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

34 გარდაცვლილი და 125 დაჭრილი – თურქეთის ხელისუფლება ორგანიზატორებს დაასახელებს

47

თურქეთის შს მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, რომ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამოძიება ორშაბათს დასრულდება და ორგანიზატორების ვინაობას დაასახელებენ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე გააკეთა.

თურქეთის დედაქალაქის ცენტრში დანაღმული ავტობუსი  გუშინ საღამოს აფეთქდა.  „ბიბისის“ ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 30 ადამიანი აფეთქების ადგილას გარდაიცვალა, 4 კი – საავადმყოფოში. გარდაცვლილთაგან ორი, სავარაუდოდ, ტერორისტია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკარის საავადმყოფოებში გადაიყვანეს 125 დაჭრილი ადამიანი, მათგან 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გაზეთი Hürriyet იუწყება, რომ აფეთქება  ადგილობრივი დროით 18:40 საათზე მოხდა, რაიონში სასწრაფო ევაკუაცია მოხდა მეორე აფეთქების რისკის გამო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

Hürriyet აქვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ანკარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება,  ქვეყანაში დროებით დაიბლოკოს „ფეისბუქი,“ „ტვიტერი“ და სხვა სოციალური ქსელები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g