თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 28 ადამიანია დაღუპული, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დაიჭრა 61 ადამიანი.
ანკარის გუბერნატორის ინფორმაციით, ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც ახლოს სამხედრო მოსამსახურეებით სავსე ავტობუსმა ჩაიარა.

აფეთქება გენერალური შტაბისა და პარლამენტის შენობებთან ახლოს მოხდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრისმოადგილემ, ბეკირ ბოზდაგმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა.
თვითმხილველები ამბობენ, აფეთქების ხმა მთელი ქალაქის მასშტაბით გაისმა. გარდაცვლილებს შორის სამოქალაქო პირებიც არიან.
პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა აზერბაიჯანში საკუთარი ვიზიტი გადადო. პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავითოღლუ კი აღარ გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ევროპაში მიგრაციის პრობლემებზე უნდა ემსჯელათ.
