LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

170
2ea4967b-3dfd-45b9-862c-e1ea8ec6c213

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, იგი თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს.

მეი სამი წლის განმავლობაში იკავებდა პრემიერის პოსტს. დაუნინგ სტრიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას მეიმ განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო ემსახურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად.

მეიმ საუბრისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის იმ მიღწევებზე, რასაც ქვეყანამ მისი პრემიერობის პერიოდში მიაღწია, მათ შორის დეფიციტის აღმოფხვრასა და უმუშევრობის შემცირებაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ “ბრექსითი” მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო და იგი წუხს, რომ ვერ შეძლო ამ პროცესის დასრულება.

„ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე, რომ და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ბრექ­სი­თის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაში. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ შევ­ძე­ლი. ყოველთვის ვი­ნა­ნებ, რომ ბრექ­სი­თის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შევ­ძე­ლი,“ – აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

შეგახსენებთ, ტერეზა მეის მიერ შემუშავებულ გეგმას “ბრექსითთან” დაკავშირებით პარლამენტმა რამდენჯერმე არ დაუჭირა მხარი. შედეგად “ბრექსითის” პროცესის გადავადება გახდა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g