ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ავტომობილი ექსპერტ-კრიმინალისტებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, უცნობმა პირმა ავტომობილის შუშა ჩაამსხვრია.
ტერიტორიაზე არის სისხლის კვალი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაიწყო.