სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ და „თერგში“ მომუშავე პირების ინფორმაციით, შენობაში ღამით დაცვა მორიგეობდა, ასევე უსაფრთხოების მიზნით ითიშებოდა ელექტროენერგია.
ობიექტებში მომუშავე პირებს უჭირთ საუბარი რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ისინი აღნიშნავენ, რომ ტერიტორიით დაინტერესება კონკრეტულმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა ტერიტორია არ გასხვისდა.
ამ დრომდე მოვაჭრეებს არ ეძლევათ საშუალება შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.