LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ რითი გავითენოთ ახალი წელი?” – თბილისსა და ქუთაისში მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

120
BeFunky-collage (2)

გარემოვაჭრეები შეზღუდვებს აპროტესტებენ – მუშაობის უფლების მოთხოვნით მათ დღეს თბილისსა და ქუთაისში აქცია გამართეს. მათი განცხადებით, პანდემიის თანმდევი შეზღუდვების ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან აღნიშნული საქმიანობა ერთადერთი წყაროა შემოსავლისა, რომლითაც ოჯახებს არჩენენ.

“ჩვენ რა ვქნათ, სად წავიდეთ, ვალით ვიყიდე 300 ლარის საქონელი და ის ვალი რითი გავისტუმრო, ახალი წელი რითი გავითენო? მოლებმა გაინაღდონ თავისი, გაყიდონ საქონელი, აიღონ მილიონები და ჩვენ დავრჩით 20-20 თეთრის ამარა”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე “მთავარ” არხთან საუბრისას.

აქცია გამართეს ქუთაისში. ე.წ. კეჩის ბაზრობის მოვაჭრეების მოთხოვნაც მუშაობის უფლებაა. მათი თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მათ მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები