LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თერჯოლაში, სოფელი ღვანთიკი საკარანტინო ზონად გამოცხადდა

193
91816177-3238211886211531-7878146137528467456-o

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანთიკი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელი მთლიანად ჩაიკეტა. ადგილზე შსს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გამკაცრებულ ზომებს გააკონტროლებენ. ინფორმაციას  ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ადასტურებს. მისი განმარტებით, საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღეს. შალამბერიძის ინფორმაციით, სოფელში ხუთი საკონტროლო პუნქტი განთავსდა და დაიწყება ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი. სოფელში 705 ოჯახი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოფელ ღვანკითში ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების სულ შვიდი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g