საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გუშინ, თბილისში, Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს X-ზე ეხმაურება:
„ტერორი საქართველოში. რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, რეჟიმმა ტიტუშკების ხელით ისევ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, ურტყამდნენ თავსა და სახეებში, იყო დაკავებები… მაგრამ პროტესტი გრძელდება“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და აქციაზე დაშავებული TV პირველის ოპერატორის, ნიკო კოკაიას ფოტოს აზიარებს.
არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე რამდენიმე მომიტინგე, მათ შორის გიორგი ქადაგიძე დააკავეს