LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და ყველას მოვალეობაა, რომ ვებრძოლოთ სიძულვილს, ფანატიზმს და ბოროტებას: გიორგი ვაშაძე

56
გიორგი ვაშაძე

„11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლის გასვლას „მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და ყველას მოვალეობაა, რომ ვებრძოლოთ სიძულვილს, ფანატიზმს და ბოროტებას“. მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ ტერორისტული თავდასხმას ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„20 წელი შესრულდა 11 სექტემბრის შემზარავი ტრაგედიიდან, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელდა, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ის მეხანძრეები, რომლებმაც სხვების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გასწირეს. ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე და ჩვენი, ყველას მოვალეობაა, რომ ვებრძოლოთ სიძულვილს, ფანატიზმს და ბოროტებას“ , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ: აშშ-ს საელჩო საქართველოში

11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ: პრემიერი

20 წლის წინ მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ – ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ: პრეზიდენტი

magti 5g