LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Cybertruck-ის დამკვეთებს  ჯავშნისთვის დამატებით 1000 დოლარის დამატება მოუწევთ

115
tesla

Tesla კიდევ 1000 დოლარს ითხოვს, რათა Cybertruck-ის ჯავშანი დაადასტუროს. ელექტრონული პიკაპის 4 წლიანი ლოდინის შემდეგ, ავტომწარმოებელმა წინასწარი შეკვეთების მიღება მინიმალური დეპოზიტით, სულ რაღაც 100 დოლარით დაიწყო. ახლა კი წარმოების დაწყებასთან ერთად წესები შეიცვალა: კლიენტებს რომლებიც Cybertruck-ს წლებია ელოდებიან, კიდევ 1000 დოლარის გადახდა მოუწევთ. დიდად სავარაუდოა, რომ “ტესლას“ რომელსაც 2 მილიონამდე წინასწარი შეკვეთა დაუგროვდა, იმ ადამიანების გამოკლება სურს, ვინც პიკაპის ყიდვას რეალურად არ აპირებს.

თავად „ტესლას“ ჯავშნის დასადასტურებლად ფულის დამატების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია: ინფორმაცია სოც-ქსელებში გავრცელდა. ამასთან, იმ ადამიანებს ვინც წინასწარ 100-100 დოლარი გადაიხადა, დამატებით 1000 დოლარის გადახდის შესახებ წერილები უკვე მიუვიდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები