LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ Model X-ის კარის სისტემა გააუმჯობესა (ვიდეო)

69

კომპანია Tesla-მ ჰეთჩბექის – Model S-ისა და ქროსოვერის Model X-ის პროგრამული უზრუნველყოფა 7.1 ვერსიიდან 8.0 ვერსიამდე განაახლა. გარდა ავტონომიური მართვის სისტემის გაუმჯობესებისა, ავტომწარმოებელმა მოდელების კარის გაღების ხანგრძლივობა შეამცირა და 6.6 წამიდან 5.1 წამამდე დაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Electrek-ი ავრცელებს.

პირველად, ელექტრონული ქროსოვერის უკანა კარის სისწრაფის ცვლილება ნორვეგიაში ბერნ ნიულანდმა შენიშნა. ვიდეოს მიხედვით, კარის სისწრაფე 22%-ით, ხოლო დახურვა 26 პროცენტით ასწრაფდა.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები