LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ სარეალიზაციო ქსელიდან ელექტრომობილი model S გამოითხოვა

136

ამერიკულმა კომპანია “Tesla”- მ სარეალიზაციო ქსელიდან ელექტრომობილი model S გამოითხოვა. მიზეზად კი წინა სავარძლებზე უსფართხოების ღვედის მექანიზმის შესაძლო გაუმართაობა დაასახელა.

საქმე ეხება model S-ის 90 ათას ელექტრომობილს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე გაიყიდა. გაუმართაობის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა ევროპაში. ღვედი მოეშვა იმ დროს, როცა მანქანის მფლობელი წინა სავარძლიდან უკანა სავარძელში მჯომთან სასაუბროდ მიბრუნდა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა კომპანიას ამის შესახებ შეატყობინა, ”Tesla”-მ დაადასტურა შეცდომა. კერძოდ ის, რომ უსაფრთხოების ღვედმა ავარიის დროს შესაძლოა არასწორად იმუშაოს ან მოულოდნელად გაიხსნას.

კომპანია გეგმავს, შეამოწმოს ყველა ავტომობილი, ხომ არ შეინიშნება აღნიშნული დეფექტი რომელიმე სხვა მანქანაშიც.

2015 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, კომპანიის ზარალმა 359 მლნ დოლარი შეადგინა. model S-ის ყველაზე იაფი ვერსია ამერიკაში 57 ათასი დოლარი, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული 87 ათასი დოლარი ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g