LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ყველაზე იაფი „ავტომობილი“ წარადგინა – ის მხოლოდ 225 დოლარი ღირს

113
ქირიას NEWS შაბლონი (3)

Tesla-მ ბრენდირებული აქსესუარების ხაზი კიდევ ერთი სიახლით გააფართოვა და ამჯერად 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი სარბენი ველოსიპედი (balance bike) წარადგინა. პროდუქტის ფასი 225 დოლარია, რაც მას Tesla-ს სახელით გაყიდულ ყველაზე ხელმისაწვდომ პროდუქტად აქცევს.

ველოსიპედი მსუბუქი მაგნიუმის ჩარჩოთია დამზადებული და სიმაღლეში რეგულირებადი სავარძელი აქვს, რომელიც ხუთ სხვადასხვა პოზიციაზე ეწყობა, რათა ბავშვის ზრდას მოერგოს. მწარმოებლის რეკომენდაციით, მისი გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს, რომელთა წონა 30 კილოგრამს არ აღემატება და ფეხის სიგრძე მინიმუმ 35 სანტიმეტრია.

როგორც Tesla-ს სხვა პროდუქტებს, ამ მოდელსაც გამორჩეული დიზაინი აქვს – უჩვეულო ფორმის ჩარჩო, საჭე და სავარძელი. მოდელი მხოლოდ თეთრ ფერში იქნება ხელმისაწვდომი, ჩარჩოზე კი კომპანიის ლოგო და წინა ნაწილში დიდი „T“-ის ემბლემაა დატანილი.

გაყიდვები 31 ივლისიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები