LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model Y მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტროქარია

33
tesla

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მსუბუქ ავტომობილად Toyota Corolla რჩება, თუმცა 2023 წლისთვის შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. იაპონურ სედანს ამერიკული ელექტრომობილი „ემუქრება“. Tesla Model Y ყველაზე გაყიდვადი ელექტროქარია, მომავალი წლისთვის კი შესაძლოა ამ სეგმენტს გასცდეს და ზოგადად ყველაზე გაყიდვად მანქანად გადაიქცეს.

ილონ მასკის განცხადებით, Model Y მსოფლიო ბესტსელერობას უმიზნებს და სულ ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ Toyota Corolla-ს მაჩვენებელს გადაუსწრებს. ამ უკანასკნელის მონაცემები წელიწადში 1,15 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს აღწევს.

ასეთი შედეგის მიღწევას „ტესლა“ გერმანიაში გახსნილი ქარხნის დახმარებით შეძლებს, რომლის წარმოების მაჩვენებელიც წლის ბოლოსთვის მილიონი ერთეული იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები