LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla მზადაა ინდოეთში ააშენოს ქარხანა, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით

115
tesla

Tesla-ს ქარხანა შესაძლოა კიდევ ერთ ქვეყანაში გაჩნდეს. ამერიკული მწარმოებელი მზადაა, ფული ინდოეთში ჩადოს. თუმცა, არსებობს ერთი პირობა – ადგილობრივმა მთავრობამ ელექტროქარების იმპორტირების გადასახადი 15%-მდე უნდა შეამციროს, მუშაობის პირველი ორი წლის განმავლობაში მაინც. ასეთ შემთხვევაში Tesla პირობას დებს, რომ ადგილობრივ წარმოებაში 2 მილიარდ დოლარს დააბანდებს. ქვეყნები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას, თუმცა ინდოეთი იმედოვნებს რომ Tesla მოთხოვნებს შეამცირებს.

საინტერესოა, რომ ამჟამად ელექტროქარების იმპორტის თანხა 40 ათას დოლარზე მეტი ღირებულების შემთხვევაში – 100 პროცენტია, ხოლო შედარებით იაფფასიან ავტომობილებზე – 70%.

Tesla ინდურ ბაზარზე სამი მოდელით აპირებს გასვლას – Model 3-ით, Model Y-ით და ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში მყოფი 25 ათას დოლარზე უფრო ბიუჯეტური ჰეტჩბეკით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები