LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს ელექტროქარები უსადენოდ შეძლებენ დამუხტვას

135
Tesla-ს ელექტროქარები უსადენოდ შეძლებენ დამუხტვას

Tesla ელექტროქარებისთვის უსადენო დასამუხტ სადგურზე მუშაობს. უახლესი ტექნოლოგიის პატენტი სოც-ქსელების მომხმარებლებმა იპოვეს. სისტემა წარმოადგენს კედელზე დამონტაჟებულ ბლოკს და დასამუხტ პანელს, რომელიც იატაკზე იქნება ჩამონტაჟებული – ანუ ელექატროქარის მფლობელი ფარეხში შევა და დამუხტვაც ავტომატურად დაიწყება. დიდად მოსალოდნელია, რომ ნოუ ჰაუს რომლითაც სხვა მწარმოებლები ვერ დაიკვეხნიან, Tesla რობოტაქსის პრემიერაზე წარადგენს.

სიახლის შექმნის ინვესტიციამ 76 მილიონი დოლარი შეადგინა.

დიდი შანსია, რომ უპილოტო დასამუხტი სისტემა ჰქონდეს Cybertruck-საც. შიდა დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ელექტრონულმა პიკაპმა შესაბამისი მიმღები თავიდანვე მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები