LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი 22 დეკემბერს გაიხსნება

tetnuldi

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სვანეთში, თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალს ოფიციალურად 22 დეკემბერს გახსნის.

„კურორტ თეთნულდზე, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს, არის 4 საბაგირო (6 ადგილიანი სავარძილის ტიპის) და 30 კმ-ნი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის. კურორტის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება .

სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს . სათხილამურო პერიდი კი 6-7 თვემდე იქნება. კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა.

ჰაწვალზე, რომელიც მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და 7 კილომეტრიანი 5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან. საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა და გასულ წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

სვანეთის 5 სოფელში: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში ფუნქციონირებს მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.

ჰაწვალზე საბაგიროს რაოდენობაა 2, სასრიალო ტრასის რაოდენობა – 3, სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე – 7 კმ. 5 მცირე ზომის საბაგიროა ეცერში, უშხვანარში, მაზერში , უშგულსა და ლენტეხში”,- აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g