LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

83
jrwbe4mu6vpgvmt7ntowx4wbpm

თეთრი სახლი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ლიდერებმა რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და ცხადყო, რომ შემდგომი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში აშშ და ჩვენი მოკავშირეები მკაცრი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ, – ნათქვამია აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთგულები არიან პრინციპის: „არავითარი გადაწყვეტილებები ან დისკუსიები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“,”- აღნიშნულია განცხადებაში.

„ლიდერებმა რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს და შეთანხმდნენ, რომ დიპლომატია საუკეთესო გზაა კონფლიქტების მოგვარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მზადყოფნას ჩაერთოს ნდობის გამყარების ღონისძიებების მხარდაჭერაში მინსკის შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესის მისაღწევად, ნორმანდიული ფორმატის მხარდასაჭერად,”- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა. ორი დღის წინ კი ჯო ბაიდენმა ვიდეო კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g