პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ქართულ-ამერიკული სტარტაპის, Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.
ცნობისთვის, Web Summit არის პროგრამისტების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად პორტუგალიაში, ლისაბონში ტარდება.
წელს, Web Summit 1-4 ნოემბერს გაიმართა და PITCH-ის გამარჯვებულიც ღონისძიების ბოლო დღეს გამოავლინეს.
კონკურსში 100-ზე მეტი სტარტაპი მონაწილეობდა, რომელშიც გამარჯვება, საბოლოოდ, ანა რობაქიძის Theneo-მ მოიპოვა.