LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა რობაქიძის სტარტაპმა Theneo-მ Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა

117
ანა რობაქიძე თენეო

ანა რობაქიძე და მისი ქართულ-ამერიკული სტარტაპი – Theneo, Web Summit 2022-ის კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებულია. კონფერენცია, რომელსაც 70 ათასი ადამიანი და არაერთი კომპანიისა და სტარტაპის წარმომადგენელი ესწრება, ლისაბონში გაიმართა.

ქართული სტარტაპი Theneo ათასზე მეტი სტარტაპიდან შეირჩა კონკურსისთვის 110 სტარტაპთან ერთად, შემდეგ ნახევარფინალში გადავიდა (10 სტარტაპი), შემდეგ ფინალში (ტოპ 3) და, დღეს გამოაცხადეს გამარჯვებულად.

„ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, ამის დაჯერება მიჭირს. გასულ წელს აქ ვიყავი, ვიჯექი დამსწრეთა რიგებში და ვოცნებობდი, რომ ერთ დღესაც აქ ვმდგარიყავი. ამიტომ მიჭირს იმის დაჯერება, რომ ნამდვილად აქ ვდგავარ. მე აქ არა მხოლოდ ჩემს კომპანიას, არამედ ჩემს ქვეყანასაც წარმოვადგენ. ძალიან მადლიერი ვარ. მინდა მივესალმო ჩემი კომპანიის თანადამფუძნებელსა და უამრავ არაჩვეულებრივ ქართულ სტარტაპს. შეგიძლიათ ისინი იპოვოთ: CARU, Payz და უამრავი შესანიშნავი კომპანია. გთხოვთ, ჩამოხვიდეთ საქართველოში სტარტაპებისთვის”, — თქვა Web Summit-ის სცენაზე ანა რობაქიძე, Theneo-ს თანადამფუძნებელმა ჯილდოს მიღების შემდეგ.

Theneo API დოკუმენტაციის მომზადებაში ეხმარება მომხმარებლებს და ეს ახალგაზრდა კომპანია წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ქვეყნის, აქსელერატორის, ღონისძიების, ინვესტორის, კონკურსისა თუ გამოცემის ყურადღებას იმსახურებს.

დღემდე, Theneo-ს $1.5 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული – ამასთანავე, ის პირველი ქართული “უნიქორნობის”, ანუ $1-მილიარდიანი შეფასების მქონე კერძო სტარტაპის სიმბოლური ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g