LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Threads მომხმარებელთა ნახევარზე მეტმა დატოვა – ახალი დეტალები „ტვიტერის“ კონკურენტი პლატფორმის შესახებ

133
Untitled.pngjjj

როგორც ცნობილია, „მეტამ“ „ტვიტერის“ კონკურენტი აპლიკაცია შექმნა. ამის შესახებ ინფორმაცია  რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. პირველი 7 საათის განმავლობაში მასზე 10 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა, თუმცა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელი, დარეგისტრირებულ მომხმარებელთა ნახევარზე მეტმა დატოვა.

Meta-ს გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ პლატფორმას მომხმარებელთა შენარჩუნება უჭირს, თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ Threads -ის მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესია. მას მიაჩნია, რომ მომხმარებელთა შენარჩუნების მაჩვენებელი გაიზრდება.

Twitter აპირებს, Meta-ს უჩივლოს – მიზეზი ახალი აპლიკაციაა, სახელად Threads

„მეტამ“ „ტვიტერის“ კონკურენტი აპლიკაცია შექმნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები