LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თია, ჩემო სიყვარულო, მინდა მოგილოცო ჩვენი სუფთა სიყვარულის ნაყოფის დაბადების დღე” – სოსო გოგაშვილის ემოციური წერილი ციხიდან

2195
ტეა და სოსო და ნინი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი შვილს, ნინი გოგაშვილს დაბადების დღეს 306 -ე საკნიდან ულოცავს.

„ნინიკო რა მაგარი გოგო ხარ მა, პირველო სიხარულო, ვთხოვ უფალს ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული გამყოფოს შენს საყვარელ ბარბარესთან და ჩვენთან ერთად. მადლობა ღმერთს, რომ შენ გვყავხარ ჩვენო საამაყო, აბჯრიანო მებრძოლო გოგო. შენ გაიმარჯვებ ყოველთვის.

თია, ჩემო სიყვარულო, შენც მინდა მოგილოცო ჩვენი სუფთა სიყვარულის ნაყოფის დაბადების დღე. ჩემო ერთგულო, სამართლიანო, მებრძოლო და ოჯახის მცველო. ყოველდღე ვმადლობ უფალს, რომ თქვენ ჩემები ხართ. რამდენი გამოგვივლია და განსაცდელი გაივლის უფლის წყალობით და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით. ისევ ერთად ვიქნებით, მთელი ოჯახი, რომელიც მე და შენ ჩვენს სუფთა სიყვარულზე ავაგეთ. აბა გადახედე ჩვენს ბინძურ მტრებს და მათ ე.წ ,,ოჯახებს’’, განა შეიძლება ისინი ჩვენსავით ბედნიერები და ძლიერები იყვნენ. ისინი მხოლოდ ფულის სიყვარულზე, ყალბ გრძნობებზე, ავხორც ვნებებზე და ღალატზე დგანან.

მეამაყება, როდესაც აქედან გიყურებთ ასე ძლიერებს და ეს ყველაფერი მაძლიერებს. ამნაირი ბინძურები ჩვენ ვერასდროს გვაჯობებენ და ჩვენ სიყვარულით გავიმარჯვებთ.
სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი.“ – წერს სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

მამის მილოცვას აზიარებს ნინი გოგაშვილი და წერს, რომ მომავალ წელს ეს დღე ერთად უნდა აღნიშნონ.

„ჩემი საამაყო, მებრძოლი მამა!

მა, გელოდები, მომავალ წელს ერთად უნდა ვიყოთ ამ დღეს!“. – წერს ნინი გოგაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები