LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 12 კილომეტრიან მონაკვეთს რეკონსტრუქცია უტარდება

151

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიან მონაკვეთს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო მონაკვეთი თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე (ზარიძეები, ზემო ბუჭვინტა, ვერხველი, ზემოშარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემოშარახევი, ხოფცა, ჯოჯეთი, ფუძნარი და ბოდავი) გადის.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, წყლისაცილების სისტემა კი მწყობრიდან გამოსული.

პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების, ორი სახიდე გადასასვლელის, რკინა-ბეტონის მილების, კიუვეტების, საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას.

ასევე, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები, საგზაო ნიშნები. გზა მოინიშნება და შემოიფარგლება ლითონის ბაგირით.

პროექტი სახლმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 22 მილიონ 408 ათას 691 ლარია. სამუშაოები 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g